ბიქიუ (BQ) - სამშენებლო ტექნიკა თანამედროვე პროექტებისთვის
BQ გთავაზობთ კოშკურა ამწეების, ბეტონის გამანაწილებლების, სამშენებლო ლიფტებისა და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს. ჩვენი მომსახურება კომპლექსურია და სამშენებლო ტექნიკის გაყიდვა- გაქირავების გარდა მოიცავს საინჟინრო სერვისების სრულ ციკლსაც, რომელსაც 24/7-ზე უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური ტექნიკური გუნდი.
რას გთავაზობთ ბიქიუ (BQ)?
ბიქიუს შესახებ
საერთაშორისო ბრენდი, BQ (Shenyang Baoquan), 2008 წელს დაარსდა. კომპანია დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში ოპერირება კომპანიამ 2021 წელს დაიწყო, გამოცდილ ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც თავად 10 წელზე მეტია ჩართულები არიან სამშენებლო სფეროში. ჩვენი სამშენებლო ტექნიკის ასორტიმენტი გათვლილია ნებისმიერი მასშტაბის პროექტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენი სამშენებლო პროექტის სრული პარტნიორი ყველა ფაზაში. გთავაზობთ როგორც ბიქიუს ორიგინალ სამშენებლო ტექნიკას, ისე სერვისების სრულ ციკლს: პროექტირებას, ამწის მონტაჟსა და დემონტაჟს, სამშენებლო ლიფტების სრულ სერვისს, ამწის შეკეთებასა და განახლებას. BQ-სთან ერთად თქვენი პროექტის ყველა ეტაპი უმაღლეს სტანდარტზე შესრულდება.
შესრულებული პროექტები









რატომ ვართ ყველაზე საიმედო სამშენებლო ტექნიკის კომპანია?
ბიქიუს (BQ) სრული მხარდაჭერა
ჩვენი ექსკლუზიური პარტნორობა გთავაზობთ მარტივ წვდომას სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ავთენტურ ტექნიკაზე. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში უშუალოდ ოფიციალური ქარხანა იღებს პასუხისმგებლობას: ასწორებს ხარვეზებს, გვაწვდის ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს და გვიწევს ტექნიკურ მხარდაჭერას.
უსაფრთხოება
სამუშაოები სრულდება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების უმკაცრესი დაცვით. თქვენ გაქვთ გარანტია, რომ ამწის ექსპლუატაცია სამშენებლო ობიექტზე ყოველთვის სრულ თანხმობაშია კანონმდებლობასთან.
24/7 მომსახურება
ჩვენი საინჟინრო გუნდი ხაზზეა 24/7-ზე და გთავაზობთ კოშკურა ამწის სერვისების სრულ ციკლს დაწყებული წინა-სამშენებლო პროექტირებიდან და დასრულებული დემონტაჟით.
ყველა ტიპის მშენებლობისთვის
მრავალფეროვანი სამშენებლო ტექნიკა, რომელიც გათვლილია მოერგოს სამშენებლო პროექტის სპეციფიკას: კოშკურა ამწეები, სამშენებლო ლიფტები, ბეტონის გამანაწილებლები, საფასადე პლატფორმები, ამწისა და ლიფტის სათადარიგო ნაწილები, ლითონის ბაგირი და ა.შ.
BQ: სანდო სამშენებლო ტექნიკა
FAQ: რა უნდა ვიცოდეთ ბიქიუს (BQ) პროდუქტებსა და სერვისებზე
რატომ უნდა აირჩიოთ ბიქიუს (BQ) ტექნიკა სამშენებლო პროექტისთვის?
BQ (Shenyang Baoquan) უკვე თითქმის ორი ათწლეულია გლობალურ სამშენებლო სექტორს სანდო და ეკონომიკურად ოპტიმალურ ტექნიკას აწვდის. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი კოშკურა და დერიკ-ამწეები, სამშენებლო ლიფტები თუ საფასადე პლატფორმები თანხვედრაშია ჩვენი თანამედროვე ურბანული მშენებლობის სპეციფიკურ მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის სტაბილურად, უსაფრთხოდ და უწყვეტად წარმართვას. ჩვენი საინჟინრო გუნდი ხაზზეა 24/7-ზე და მყისიერად რეაგირებს ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც სამშენებლო პროექტის შეფერხების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
რა უპირატესობა აქვს მწარმოებლის ავტორიზებული სერვისით სარგებლობას?
საინჟინრო გუნდი პასუხისმგებელია ტექნიკის 24-საათიან მხარდაჭერასა და ობიექტის რეგულარულ დიაგნოსტიკაზე. როდესაც პროცესს მართავენ სერტიფიცირებული ინჟინრები, რომლებიც კონკრეტულად მწარმოებლის ტექნიკაზე სპეციალიზდებიან მნიშვნელოვნად მცირდება ხარვეზების აღმოფხვრის დრო. დაზიანების შემთხვევაში კი ნაწილები ნაცვლდება მხოლოდ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით.
რა დრო სჭირდება BQ-ს კოშკურა ამწეების მონტაჟსა და დემონტაჟს?
ბიქიუს (BQ) სამშენებლო ტექნიკის კატალოგში ამჟამად წარმოდგენილი მოდელების მონტაჟსა და დემონტაჟს საშუალოდ 2-დან 5 დღემდე სჭირდება – ზუსტი განრიგი დამოკიდებულია ტექნიკის კატეგორიასა და ობიექტის სპეციფიკაზე. როგორც წესი, დემონტაჟის პროცესი ოდნავ უფრო სწრაფია, ვიდრე მონტაჟის. შეზღუდულ სივრცეებში მძიმე ტექნიკის უსაფრთხო დემონტაჟისთვის ვიყენებთ დერიკ-ამწეს, რაც პროცესს ამარტივებს.
რა ღირს ბიქიუს (BQ) კოშკურა ამწეების მომსახურება?
ყველა სერვისის ღირებულება ინდივიდუალურად ითვლება. საბოლოო ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორც პროექტის სპეციფიკა, ამწის მოდელი, ტექნიკური საჭირობები და პროცესის სავარაუდო ხანგრძლივობა. ზუსტი ბიუჯეტის დადგენისთვის საჭიროა პროექტის სრული აუდიტი.
დაგვიკავშირდით
უფასო პირველადი კონსულტაციისთვის!